ისრაელმა "ჰამასის" გვირაბები დაბომბა

17.05.21 10:15
ისრაელმა "ჰამასის" გვირაბები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიწისქვეშა 15 კილომეტრიანი  გვირაბები დაბომბა.  სამხედრო ოპერაციაში 54 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

ისრაელის მედია  წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა  35  სამიზნეზე მიიტანეს იერიში.

შეტევა იყო ისრაელის თავდაცვის ძალების ფართო ოპერაციის ნაწილი ღაზაში ტერორისტული ორგანიზაციების მიწისქვეშა სისტემის მნიშვნელოვნად დაზიანების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში