გვარამიას დაპატიმრება მთავრობის მხრიდან კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იყო - ლეო დოქერტი

28.04.23 13:31
გვარამიას დაპატიმრება მთავრობის მხრიდან კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იყო - ლეო დოქერტი

დებატები ბრიტანეთის წარმომადგენლობით პალატაში - ბრიტანელმა პოლიტკოსებმა პირველად საქართველოს ხელისუფლებას პროპუტინისტური და პრორუსული დაჯგუფება უწოდა. საგანგებო დებატებში კონსერვატიული პარტიის ლიდერთან ერთად მონაწილეობას ინგლისის პრემიერის რიში სუნაჯის მინისტრთა კაბინეტის წევრიც იღებდა.

ლეო დოქერტი დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრი და სუნაკის გაბინეტში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, ამიტომ მის განცხადებებს დიდი ძალა აქვს. დოქერტი ამბობს, რომ  გვარამიას დაპატიმრება მთავრობის მხრიდან კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იყო.

"რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, რამაც გამოიწვია საქართველოს საზოგადოების მყისიერი პროტესტი. მისასალმებელია, რომ მთავრობამ უკან გაიწვია კანონი. ნიკა გვარამიას დაკავება იყო კონტრპროდუქტიული ნაბიჯი მთავრობის მხრიდან. ჩვენ ახლოდან ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და განვაგრძობთ ამ მიმართულებით მონიტორინგს. პუტინის თავდასხმამ უკრაინაზე კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუკი არ შეუერთდება ნატოსა და ევროკავშირს, რადგან ეს რეგიონი სავსეა კონფლიქტით. რუსეთის ზეწოლა საქართველოზე უფრო და უფრო იზრდება".- თქვა ლეო დოქერტიმ.

მსგავსი სიახლეები