ანექსირებულ სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის - დრონებით თავდასხმის გამო, ცეცხლი საწვავის რეზერუარებს გაუჩნდა
ანექსირებულ სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის. დრონებით თავდასხმის გამო, ცეცხლი საწვავის რეზერუარებს გაუჩნდა. ხანძარი დაახლოებით ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ცეხლის ქრობის პროცესში 20-მდე სახანძრო ბრიგადა მონაწილეობს.
ადგილზე ელოდებიან სახანძრო მატარებლებსაც. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.