აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად ბაიდენის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს განაგრძობს
აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად ბაიდენის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს განაგრძობს.
შეხვედრა ენტონი ბლინკენს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის გაიმართა.
ორი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების სამშვიდობო დიალოგი ვაშინგტონში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მოლაპარაკების პირველ დღეს ტვიტერზე გამოეხმაურა სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ "კავკასიის რეგიონში მყარი მშვიდობის მისაღწევად დიალოგი უმნიშვნელოვანესია".
„ჩვენს ახალ შენობაში ჯორჯ პ. შულცის საგარეო საქმეთა ეროვნულ სასწავლო ცენტრში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვმასპინძლობთ. დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - დაწერა ბლინკენმა „ტვიტერზე“.