ამერიკის დაზვერვა: ბახმუტში 20 000 ოკუპანტი დაიღუპა

02.05.23 10:32
 ამერიკის დაზვერვა: ბახმუტში 20 000 ოკუპანტი დაიღუპა

რუსეთმა ბოლო ხუთ თვეში მხოლოდ ბახმუტში 20 000 ადამიანი დაკარგა, მათგან ნახევარი "ვაგნერის" ძალებს ეკუთვნის - ინფორმაციას ამერიკის დაზვერვა აქვეყნებს. ჯონ კირბის განცხადებით,  რუსეთის შეტევა ბახმუტზე სრულად ჩაიშალა. პუტინის რეჟიმი კი ომის დანაკარგების შესახებ ისევ სტატისტიკას აყალბებს, თავდაცვის მინისტრი  შოიგუ ირწმუნება, რომ  მხოლოდ  5 ათასი ჯარისკაცია დაღუპული.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის თანახმად, უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 41 შეტევა მოიგერიეს. ბახმუტი და მარინკა ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება.

ჩერნიგოვის ოლქის ლიზუნოვკას დასახლებაში კი საჰაერო დარტყმას ბავშვი ემსხვერპლა. 

 

მსგავსი სიახლეები