უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდ პაკეტს ამზადებს

უკრაინა, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდ პაკეტს ამზადებს - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, სანქციების პაკეტს უახლოეს მომავალში მიიღებენ.
ვაკვირდებით, როგორ ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო სანქციების გვერდის ავლას, ჩვენ ვაფიქსირებთ ყველა ასეთ მიმართულებას და ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად მის დასაბლოკად. ვამზადებთ სანქციების დიდ პაკეტს. გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული", - განაცხადა ზელენსკიმ.