სროლა სერბეთის სკოლაში - 14 წლის მოზარდმა 8 ბავშვი და დაცვის თანამშრომელი იმსხვერპლა

სერბეთში სკოლის მოსწავლემ 8 ბავშვი და დაცვის თანამშრომელი მოკლა. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 08:40 საათზე მოხდა. 14 წლის მოზარდმა რამდენიმე გასროლა მამის იარაღიდან განახორციელა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსწავლეების მკვლელობამ მშობლებში პანიკა გამოიწვია. შეშინებული მშობლები სკოლაში საკუთარი შვილები პოვნას ცდილობდნენ.
ერთ-ერთი თვითმხილველი გოგონა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში მომხდარს აღწერს.
მან (მსროლელმა) ესროლა ჯერ მასწავლებელს, შემდეგ კი ბავშვებს, რომლებიც მერხების ქვეშ იყვნენ შეფარებულნი. ის (დაკავებული) იყო მშვიდი ბიჭი და კარგი სტუდენტი, - ამბობს გოგონა.