კრემლი: დრონებით პუტინის მოკვლა სცადეს

03.05.23 16:24
კრემლი: დრონებით პუტინის მოკვლა სცადეს

პუტინის პრესსამსახური ამტკიცებს, უკრაინა ვლადიმერ პუტინის მკვლელობას შეეცადა - კრემლში ირწმუნებიან, რომ ოთხშაბათს, კიევი ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

კადრებში, რომელსაც BBC ეყრდნობა,  ჩანს კვამლი, რომელიც ეზოდან ამოდის. გამოცემა კრემლის ოფიციალურ განმარტებას და იმ ვიდეო-მასალას აქვეყნებს, რომელიც რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. 

"კრემლისკენ ორი დრონი იყო მიმართული. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, მოწყობილობები განეიტრალდა."- ამბობენ კრემლში.

რუსეთი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს - "ვიტოვებთ უფლებას მიიღოთ საპასუხო ზომები"- წერია განცხადებაში. 

კრემლის შეფასებით, "ტერაქტის შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა და დრონების ჩამოგდებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი სიახლეები