კრემლზე თავდასხმის შემდეგ, დედაქალაქში დრონების ფრენა იკრძალება - ოფიციალური მოსკოვი
მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების ფრენა აიკრძალება - განცხადება დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა გაავრცელა.
გადაწყვეტილებას მოსკოვი "დრონებით კრემლზე თავდასხმით ხსნის", რომელსაც კრემლი უკრაინას აბრალებს.
"მიღებულია გადაწყვეტილება დღევანდელი დღიდან ქალაქ მოსკოვში აიკრძალოს უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება, იმ უპილოტო საფრენი აპარატების გარდა, რომლებიც გამოყენებულია ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებით". – ამბობს სობიანინი.
პუტინის პრესსამსახური ამტკიცებს, უკრაინა ვლადიმერ პუტინის მკვლელობას შეეცადა - კრემლში ირწმუნებიან, რომ ოთხშაბათს, კიევი ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიიტანა.