უძლეველობის მითი დაიმსხვრა - პუტინი და რუსეთის დიდების მთავარი სიმბოლო დრონების სამიზნე გახდა

შეტევა კრემლზე. ასეთი რამ მოსკოვს 2 საუკუნეა არ ახსოვს. ქალაქში განგაშია. 16 წუთიანი ინტერვალით, რუსეთის დიდების მთავარი სიმბოლოს თავზე ორი დრონი აფეთქდა. კადრებმა, სადაც დრონების მოძრაობა და ცეცხლმოკიდებული სენატის დარბაზის სახურავია აღბეჭდილი, მთელი მსოფლიოს მედია მოიცვა. მოსკოვში ირწმუნებიან, რომ შეტევის მიზანი პუტინის ლიკვიდაცია იყო. ანუ უძლეველობის კიდევ ერთი მითი დაიმსხვრა. რუსეთის ყველაზე დაცული პირველი პირი და ქვეყნის ყველაზე დაცული ტერიტორია დრონების სამიზნე გახდა.
დრონების მოქმედების რადიუსი 20 კილომეტრია, რაც ადასტურებს, რომ საფრენი აპარატები მოსკოვიდან გაუშვეს. უკრაინაში ფიქრობენ, რომ ეს იმ ხალხის გაკეთებულია, ვინც პუტინის ომით დაიღალა. ახლა კიევში საპასუხო დარტყმისთვის ემზადებიან. უკვე რამდენიმე საათია, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია გამოცხადებული. მათ შორის დედაქალაქშიც. არ არის გამორიცხული პუტინის პასუხი კიევის სამთავრობო კვარტალზე შეტევა იყოს.
დეტალები იხილეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.