ჩვენ პუტინს თავს არ ვესხმით, მას ტრიბუნალს ვუტოვებთ - ზელენსკი
კრემლში პუტინზე დრონებით თავდასხმის მცდელობას ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში გამართული პრესკონფერენციიდან ეხმაურება.
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ისინი პუტინს თავს არ ესხმიან, რადგან მას ტრიბუნალს უტოვებენ.
"ჩვენ თავს არ ვესხმით პუტინს ან მოსკოვს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი ამისთვის, სწორედ ამიტომ არ ვიყენებთ მას სხვაგან, ჩვენთვის ეს დეფიციტია, ჩვენ არ შეგვიძლია მისი დახარჯვა. ჩვენ პუტინს თავს არ ვესხმით, მას ტრიბუნალს ვუტოვებთ", - თქვა ზელენსკიმ.
პუტინის პრესსამსახური ამტკიცებს, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინის მკვლელობას შეეცადა. კრემლში ირწმუნებიან, რომ ოთხშაბათს, ოფიციალურმა კიევმა ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიში მიიტანა.