დრონებით შეტევა და საჰაერო განგაში იყო უკრაინაში - ოდესაში "შაჰიდის" დრონი წარწერით "მოსკოვისთვის" ჩამოაგდეს

კიევში და უკრაინის რიგ რეგიონებში დილის 6 საათამდე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში.
უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ოდესაში 15-დან 12 "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდეს.
დედაქალაქში განგაში 3,5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელს 3 დრონი შეეჯახა. დაშავებულები არ ყოფილან.
სამხრეთის სარდლობა ამბობს, რომ დრონებზე, რომლებიც ჩამოაგდეს "მოსკოვისთვის" ეწერა.