"ჩვენ გვინდა აქ სხვა ვლადიმერის ნახვა..." - ზელენსკის გამოსვლა ჰააგის სასამართლოში

04.05.23 14:17
"ჩვენ გვინდა აქ სხვა ვლადიმერის ნახვა..." - ზელენსკის გამოსვლა ჰააგის სასამართლოში

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებშია. უკრაინის პრეზიდენტმა ჰააგის სასამართლოში სიტყვით განმოსვლისას თქვა, რომ სურს, ჰააგის ტრიბუნალის წინაშე ვლადიმირ პუტინი იხილოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა აქ სხვა ვლადიმერის ნახვა... დარწმუნებული ვარ, ეს მაშინ მოხდება, როცა გავიმარჯვებთ და ჩვენ გავიმარჯვებთ, არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ჰააგას, სადაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო მდებარეობს, "საერთაშორისო მართლმსაჯულების გული" უწოდა.

შეგახსენებთ, მარტში, ჰააგამ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების საერთაშორისო ორდერები გასცა, უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციისთვის.