ტრაგედია ჩეხეთის ქალაქ ბრნოში - ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა

04.05.23 16:50
ტრაგედია ჩეხეთის ქალაქ ბრნოში - ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ ბრნოში ხანძრის შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას ტრაგედიის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. პოლიციის ცნობით ხანძარი ბრნოში ხუთშაბათს გაჩნდა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ დაღუპულები, სავარაუდოდ, უსახლკარო ადამიანები იყვნენ, რომლებიც მშენებარე კონტეინერებში იყვნენ გაჩერებულნი.

ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილზე ფანჯრებზე ლითონის გისოსები იყო მიმაგრებული, რამაც იქ მყოფ ადამიანებს ხელი შეუშალა, რომ ტრაგედიას გაქცეოდნენ.

ჩეხური ტელევიზიის ცნობით, სანამ მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციას შეძლებდნენ, ხანძარმა დაახლოებით ადგილზე არსებული 12 სამშენებლო კონტეინერი გაანადგურა.