რუსეთი: კრემლზე თავდასხმის უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას

კრემლი ამტკიცებს, რომ კრემლზე თავდასხმის უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას - განცხადება დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
რუსეთში ამტკიცებენ, რომ კიევს სამიზნეებს ხშირად აშშ აძლევს, უკრაინა კი დავალებას ასრულებს.
"ამის უარყოფის მცდელობები კიევისა და ვაშინგტონის მიერ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებები ასეთ ქმედებებსა და ასეთ ტერაქტებზე არა კიევში, არამედ სწორედ ვაშინგტონში მიიღება. ხოლო კიევი უკვე ასრულებს იმას, რის გაკეთებასაც ეტყვიან". განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ მომხდარზე საფუძვლიანი გამოძიება მიმდინარეობს.