საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ - კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბუნდესტაგის დეპუტატის კონსტანტინ კულეს გერმანულ მედიაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად კლასიფიკაცია მყისიერად შეამცირებს გერმანიაში არალეგალურ მიგრაციას.
"ბოლო პერიოდამდე კონსტანტინ კულეს მეც დავეთანხმებოდი, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ, დისიდენტების ექსტრადირებაც მოსალოდნელია და აღარ ვარ დარწმუნებული. მოლდოვა სხვა შემთხვევაა" ,- წერს კრამონი.