ივანიშვილის დასანქცირება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია - გონჩარენკო

04.05.23 17:22
ივანიშვილის დასანქცირება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია - გონჩარენკო

"ივანიშვილის დასანქცირება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია" - უკრაინის "რადას" დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ სიუჟეტებს ეხმაურება.

გონჩარენკო აღნიშნავს, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მოსკოვს დაუახლოვოს.

"საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ ჩემ შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. 

ფრენსის ფუკუიამა ნაძირალა გონჩარენკოსთან ერთად ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. 

ივანიშვილი, რომელიც მთლიანად კრემლის კონტროლს ექვემდებარება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოსკოვს დაუახლოვდეს, ამიტომ მის მიმართ სანქციების შემოღება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია",- წერს გონჩარენკო.