პესკოვი უბრალოდ იტყუება - აშშ-ის პასუხი კრემლს

04.05.23 17:27
პესკოვი უბრალოდ იტყუება - აშშ-ის პასუხი კრემლს

"პესკოვი უბრალოდ იტყუება, ცხადად და მარტივად"- განცხადება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბმა MSNBC-სთან გააკეთა.

კირბი ოფიციალური მოსკოვის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, კრემლზე თავდასხმის უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას.

"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აშშ არ ყოფილა ჩართული. რაც იყო, ჩვენ მისი მონაწილეები არ ვყოფილვართ. არაფერი გვაქვს საერთო" -თქვა კირბიმ.