ხელჩართული ჩხუბი თურქეთის საპარლამენტო სამიტზე - ერთმანეთს უკრაინის და რუსეთის დელეგაციები დაუპირისპირდნენ
თურქეთის საპარლამენტო სამიტზე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების წევრებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ოლგა ტიმოფეევას გამოსვლის დროს უკრაინის დელეგაციის წევრებმა მის ზურგს უკან დროშები გაშალეს და ანტირუსულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. რუსეთის დელეგაციის წევრები უკრაინელებისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ, რამაც მათ შორის შეხლა-შემოხლა გამოიწვია.
ხელახალი ჩხუბი მას შემდეგ წამოიწყო, რაც რუსეთის ერთ-ერთმა დელეგატმა დეპუტატს უკრაინის დროშა წაართვა. საქმე იქამდე მივიდა, დელეგატებს თურქეთის პარლამენტის მანდატურის სამსახური აშველებდა.