8 დაღუპული და 13 დაჭრილი - სერბეთში შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 21 წლის კაცი დააკავეს
8 დაღუპული და 13 დაჭრილი -სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, შეიარაღებული პირი, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. ეჭვმიტანილი 21 წლის კაცია.
სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში სროლის მოტივს ამ დრომდე არ ასახელებენ.
სერბეთში ბოლო 48 საათის განმავლობაში ორი მასობრივი სროლა განხორციელდა.
პირველი შემთხვევისას, რომელიც სკოლაში მოხდა, თანაკლასელებისა და სკოლის თანამშრომლების მკვლელობისთვის 13 წლის მოზარდი დააკავეს.