საბრძოლო მასალის ნაკლებობა გვაქვს, შოიგუ, გერასიმოვ, სად ჯანდაბაშია ტყვია-წამალი?! - პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვას მიმართავს

05.05.23 12:15
საბრძოლო მასალის ნაკლებობა გვაქვს, შოიგუ, გერასიმოვ, სად ჯანდაბაშია ტყვია-წამალი?! - პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვას მიმართავს

რუსი მილიარდერი, "ვაგნერის დაჯგუფების" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაღუპული ვაგნერელების ფონზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც  რუსეთის ხელისუფლებას საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და უზარმაზარ დანაკრაგებზე ესაუბრება. 

აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან არიან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შეშრობიათ, გადაიღე ყველა მათგანი.

ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ბ**ები რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან.  საბრძოლო მასალის ნაკლებობა გვაქვს, 70%-ით. შოიგუ, გერასიმოვ, სად ჯანდაბაშია ტყვია-წამალი?! ბ**ებო.

თქვენ ძვირადღირებულ კლუბებშ სხედხართ, თქვენი შვილები YouTube-თვის ვიდეოების გადაღებებით ერთობიან. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ცხოვრებას განკარგავთ, გაქვთ უფლება განაგოთ მათი ცხოვრებები. ფიქრობთ, რომ თუკი ჭურვების საწყობებს ფლობთ, ამის უფლება გაქვთ, -  ამბობს პრიგოჟინი. 

ამასთან, პრიგოჟინმა განაცხადა, ვაგნერი იძულებულია 10 მაისს ბახმუტი დატოვოს და პოზიციები თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს გადააბაროს.