საბრძოლო მასალის არარსებობის გამო "ვაგნერი" ბახმუტიდან გამყავს - პრიგოჟინი

05.05.23 12:27
საბრძოლო მასალის არარსებობის გამო "ვაგნერი" ბახმუტიდან გამყავს - პრიგოჟინი

 "ვაგნერის დაჯგუფების" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო ვაგნერი ბახმუტს 10 მაისს დატოვებს. რუსლი მილიარდერის თქმით, ვაგნერელები იარაღის გარეშე უაზრო სიკვდილისთის არიან განწირულები. 

ბახმუტიდან ვაგნერის დანაყოფებს გავიყვან, რადგან საბრძოლო მასალის არარსებობის გამო, ისინი უაზრო სიკვდილისთვის არიან განწირული, - თქვა პრიგოჟინმა ვიდეომიმართვაში.