კრემლზე სავარაუდო თავდასხმა, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდეს - ანალიტიკოსები

05.05.23 12:47
კრემლზე სავარაუდო თავდასხმა, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდეს - ანალიტიკოსები

კრემლზე თავდასხმიდან მესამე დღე გავიდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა მოხდა რეალურად.
მოსკოვი ხელს ისევ კიევისა და ვაშინგტონისკენ იშვერს და ზელენსკის ლიკვიდაციით იმუქრება.
თუმცა შტატებში ამბობენ, რომ კრემლის პრეს-სპიკერი იტყუება.

ანალიტიკოსები "ამერიკის ხმასთან" ამ დროისთვის ძირითადად ორ ვერსიაზე მსჯელობენ: ერთი, მოსკოვში მომხდარი შიდა დაპირისპირებაა უსაფრთხოების ძალებს შორის, მეორე კი კიევის იერიში, რომელიც ტექნიკურაად უკრაინას შეეძლო რომ განეხორციელებინა. ორივე შემთხვევაში ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მომხდარი რუსეთის იმიჯზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ ცუდად იმოქმედებს.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის კარგად გააზრებული ქმედება, რომელიც თავად კრემლმა მოაწყო. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, ეს უფრო შიდა ჩხუბია უსაფრთხოების ძალებს შორის. რადგან პუტინს არ სჭირდება საბაბის იმისთვის, რომ უკრაინაზე იერიში მიიტანოს. ამას რუსეთი ისედაც აკეთებს" .- ამბობს ანალიტიკოსი.