რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტს ფოსფორის ბომბებით შეუტიეს

რუსმა ოკუპანტებმა გუშინ ბახმუტში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები ავრცელებს.
"მტერმა საბრძოლო მასალად ფოსფორი გამოიყენა, რათა ქალაქი აღიგავოს პირისაგან მიწისა. ამის მიუხედავად, თავდაცვის ძალები მამაცურად განაგრძობენ ქალაქის დაცვას. ამ პირობებში განვაგრძობთ მტრის განადგურებას".