ჩარლზ III-ის კორონაცია - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ბუკინგემის სასახლეა

06.05.23 14:45
ჩარლზ III-ის კორონაცია - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ბუკინგემის სასახლეა

ბუკინგემის სასახლეში ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონია მიმდინარეობს. დღეს, უესტმინსტერის სასახლეში  ჩარლზი მეფის, ხოლო მისი მეუღლე კამილა დედოფლის ტიტულებს მიიღებენ.

მეფის კორონაციას დედოფალ-კონსორტის კორონაცია მოჰყვება, რომელიც შედარებით მარტივი პროცედურაა. როგორც წესი, ეპისკოპოსი მასაც მირონცხებით აკურთხებს და შესაბამისი რეგალიებით, მათ შორის გვირგვინით შეამკობს. შემდეგ ის მეფის გვერდით ტახტზე თავის ადგილს იკავებს. 

ცერემონია კვლავ მსვლელობით სრულდება. სამეფო ატრიბუტებით მოკაზმულ მეფესა და დედოფალს ამჯერად ოქროს ეტლი სააბატოდან ბუკინგემის სასახლემდე მიაცილებს. 

ცერემონიის დასასრულს მეფე უესტმინსტერის სასახლეს საიმპერატორო მოსასხამით შემოსილი, თავზე გვირგვინით, ხელში კვერთხითა და სფეროთი დატოვებს. 

ეს ბრიტანეთის ისტორიაში რიგით მე-40 კორონაციაა. სამზადისი თვეებია მიმდინარეობს. პრინც ჩარლზის კორონაცია წინამორბედებთან შედარებით, ნაკლებ პომპეზური იქნება. მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და რეცესიაა.

დედოფალი ელიზაბედის გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ ახალ მონარქს მეფედ ოფიციალურად აკურთხებენ. მეფის ტახტზე ასვლით ბრიტანეთში ახალი ეპოქა იწყება. 

კორონაციაზე მიწვეული არიან სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირები.სტუმრებს შორისაა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

ისტორიულად კორონაციას მეფის ხელდასხმის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში მემკვიდრეობითობის წესი არ მოქმედებდა, მეფედ კურთხევის ცერემონია ძალაუფლების გადაცემის დემონსტრირებაში გადამწყვეტ ადგილს იკავებდა. დღესდღეობით ეს უკანასკნელი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.

დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორონაციის ცერემონია ჯერ კიდევ აღესრულება.

 

მსგავსი სიახლეები