"გამარჯობა გრუზია" - კრემლის პროპაგანდისტი საქართველოში კონცერტების გამართვას გეგმავს
"გამარჯობა გრუზია" - ამ სახელწოდებით იაკუტიელი მომღერალი და ბლოგერი ვარია მაქსიმა საქარველოში „საავტორი ტურს“ გეგმავს.
კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტი კონცერტების გამართვას გორში, ყაზბეგში, კახეთსა და ბორჯომში გეგმავს. მომღერალი, რომელიც კონცერტებზე იაკუტიელ კაცებს ომში წასვლისკენ მოუწოდებდა, გეგმავს საქართველში ისტორიული ღირსშესანიშნაობები მოინახულოს და ტურის მონაწილეებთან ერთად საქართველოში ვლადიკავკაზიდან ჩამოსვლას აანონსებს.