ჩარლზ III მეფედ აკურთხეს
ჩარლზ III მეფედ აკურთხეს - ახალ მეფეს წმინდა ედუარდის გვირგვინი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაადგა.
დარბაზში მყოფებმა მეფისადმი პატივისცემა სიტყვებით – „ღმერთო დაიფარე მეფე“ - გამოხატეს.
ამის შემდეგ კი გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი ტახტზე აიყვანეს.
კორონაცია უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ კორონაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორისა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იყო.