დაუპატიჟებელი სტუმარი: ჩარლზ მესამეს კორონაციაზე "სიკვდილი ცელით" შენიშნეს (ვიდეო)
დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ ІІ-ს კორონაციაზე უესტმინსტერის სასახლეში ხალხმა უცნაური, შავ სამოსელში შემოსილი ცელიანი ფიგურა შენიშნა.
ვიდეო, რომელზეც დაუპატიჟებელი შემზარავი სტუმარი ჩანს, ერთ-ერთმა მომხმარებელმა „ტვიტერზე“ გაავრცელა. „კიდევ ვინ შენიშნეთ პირქუში მომკელი უესტმინსტერის სასახლეში?“, - წერს მომხმარებელი.
ვიდეო სოციალურ ქსელში მომენტალურად გავრცელდა, ნახვების რაოდენობა მილიონს აღწევს.
ვიდეოს კომენტარებში ადამინაები ირწმუნებიან, რომ შემზრავი პერსონაჟი თავადაც ნახეს. ზოგიერთი მათგანი ხუმრობს, რომ ეს მათთვის კორონაციის ყველაზე საყვარელი მომენტია.
ამავდროულად, გამოცემა Mirror წერს, რომ სამეფო ოჯახი სიტუაციით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ ეს ცუდის ნიშანია.
უესტმინსტერის სასახლეში ჩარლზ III კორონაცია გუშინ შედგა.