მიწისძვრების სერია იაპონიაში - დაღუპულია 1 და დაშავებულია 33 ადამიანი
იაპონიაში მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა. ინფორმაციას ტელეარხი NHK ავრცელებს.
მიწისძვრების სერიის შედეგად ქალაქ სუძუში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სუძუსა და ნოტოში 33 მოქალაქე დაშავდა. დაზიანებულია სახლებიც, - განაცხადა ტელეარხმა.
ჟურნალისტების ცნობით, ქალაქ სუძუში შენობების 30% დაზიანებულია და ვერ ფუნქციონირებენ.
იაპონიაშ მიწსიძვრის სიმძლავრე 6 მაგნიტუდა იყო.