აშშ ისრაელს 735 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს მიაწვდის
აშშ ისრაელს 735 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს მიაწვდის. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის 735 მილიონი დოლარის ღირებულების მაღალი სიზუსტის იარაღის მიყიდვა დაამტკიცა. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ გარიგების შესახებ კონგრესს თეთრი სახლიდან 5 მაისს ეცნობა, ჯერ კიდევ მაშინ სანამ ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის კონფლიქტის ესკალაცია მოხდებოდა.