ოკუპანტებმა კიევს შაჰიდის დრონებით შეუტიეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევს შაჰიდის დრონებით შეუტიეს. 35-ვე უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია. თავდასხმას ნგრევა მოჰყვა. დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი. არიან დაშავებულები.
გამთენიისას აფეთქებები იყო ოდესაშიც. ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში უკრაინის კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში იყო გამოცხადებული.