8 მაისი ნაციზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი ევროპის დღე - ზელენსკი უმაღლეს რადას ახალ კანონპროექტს სთავაზობს

08.05.23 12:21
8 მაისი ნაციზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი ევროპის დღე - ზელენსკი უმაღლეს რადას ახალ კანონპროექტს სთავაზობს

უკარინის პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის. ომში მყოფი რეპზიდენტი რადას სთავაზობს 8 მაისი  მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების და ხსოვნის დღედ გამოცხადდეს, ხოლო 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნოს. 

"სწორედ 8 მაისს იხსენებს უკრაინა და თავისუფალი სამყარო ისტორიაში ექვს საშინელ წელს, 1939 წლიდან 1945 წლამდე. ეს არის წლები, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 8 მილიონი უკრაინელის. ოკუპაციისა და სისასტიკის წლები, სისხლიანი ბრძოლები, დაბომბვა, ბლოკადები და მასობრივად სიკვდილით დასჯა, ჰოლოკოსტი.

სხვადასხვა ადამიანები ერთიანად, ალიანსში, როგორც ანტიჰიტლერული კოალიციის ნაწილი, ეწინააღმდეგებოდა ბოროტებას. ეს იყვნენ ევროპისა და ამერიკის ხალხები... აზია, ავსტრალია, აფრიკა – თითოეულს აქვს ამ ომში ბრძოლის საკუთარი ისტორია, მაგრამ გამარჯვების საერთო ისტორია.

ეს არის სუფთა ისტორია, იდეოლოგიური მინარევების გარეშე. ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი მოკავშირეების, მთელი თავისუფალი სამყაროს ისტორია. დღეს ჩვენ მას ვუბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს. დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ კანონპროექტს, რომელიც მოითხოვს, 8 მაისის ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღედ დაწესებას" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები