ევროკომისიის პრეზიდენტი ხვალ კიევს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ხვალ კიევს ეწვევა. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერმა, ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებს.
ეს ვიზიტი ევროპის დღეს ჩატარდება. ჩვენ გულწრფელად მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღე აღინიშნოს", - თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა.