ეს არის ძალიან სწორი ადგილი ევროპის დღის აღსანიშნად - ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევშია

09.05.23 10:29
ეს არის ძალიან სწორი ადგილი ევროპის დღის აღსანიშნად - ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევშია

ეს არის ძალიან სწორი ადგილი ევროპის დღის აღსანიშნადურსულა ფონ დერ ლაიენი კიევშია. ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინაში ევროპის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა. როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

"სასიამოვნოა კიევში დაბრუნება, სადაც ფასეულობებს, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, ყოველდღიურად იცავენ. ამიტომ ეს არის ძალიან სწორი ადგილი ევროპის დღის აღსანიშნად. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინაში ევროპის დღე 9 მაისს გამართოს", - დაწერა ლაიენმა ტვიტერზე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას კანონპროექტი წარუდგინა, რომლის თანახმადაც, უკრაინაში 8 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისს კი ევროპის დღე აღინიშნება.