საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორში - ლიკვიდირებულია „ისლამური ჯიჰადის“ 3 მეთაური
საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორში - ლიკვიდირებულია „ისლამური ჯიჰადის“ 3 მეთაური.
ინფორმაციას პალესტინა ავრცელებს, ისრაელი კი ადასტურებს, რომ დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციებს ახორციელებდნენ.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 პალესტინელი, მათ შორის, 3 მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულია 20 ადამიანი. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაიწყეს ოპერაცია, რომლის სამიზნესაც ბოევიკები წარმოადგენენ.