ჩვენი სამშობლოს წინააღმეგ ნამდვილი ომია გაჩაღებული - პუტინი
ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კვლავ გაჩაღებულია ნამდვილი ომი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა 9 მაისს მიძღვნილ პარადზე სიტყვით გამოსახვლისას განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთი დაიცავს დონბასს და საკუთარ უსაფრთხოებაზეც იზრუნებს.
ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კვლავ გაჩაღებულია ნამდვილი ომი. მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასსაც, უზრუნველვყოფთ საკუთარ უსაფრთხოებასა, - განაცხადა პუტინმა.
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე დასავლეთი რუსეთის დაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
მათი მიზანი აქაც ახალი არაფერია, სურთ მიაღწიონ ჩვენი ქვეყნის დაშლასა და განადგურებას, შეცვალონ მეორე მსოფლიო ომის შედეგები, საბოლოოდ დაამსხვრიონ გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის სისტემა, მოგუდონ ნებისმიერი განვითარების სუვერენული ცენტრი, - თქვა პუტინმა.
ვოლოდიმირ პუტინმა უკრაინაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის სახელმწიფო გადატრიალების მძევალი და ამაში დამნაშავე სწორედ დასავლეთია.
გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და თავგასულობა აუცილებლად იქცევა ტრაგედიად. სწორედ ესაა კატასტროფის მიზეზი, რასაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის. ის გახდა სახელმწიფო გადატრიალების მძევალი და მის ბაზაზე დანაშაულებრივი რეჟიმის დასავლელი მბრძანებლების სავაჭრო მონეტა, რომელიც მათი დაუნდობელი ანგარებიანი გეგმების განხორციელებაში სჭირდებათ, – თქვა პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს.
მან რუს ჯარისკაცებს მადლობა გადაუახადა და აღნიშნა, რომ მათ საბრძლო სამუშაოზე უფრო მნიშვნელოვანი ახლა არაფერია.
ახლა არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვენი საბრძოლო სამუშაო. მთელი ქვეყანა გაერთიანდა, ჩვენს გმირებს მხარი რომ დაუჭიროს. ყველა მზადაა დახმარებისთვის. ლოცულობენ თქვენთვის, – თქვა პუტინმა.