თუ ამ ნაგავს აქ დაბრუნების საშუალება მიეცა, მე წავალ - სიმონიანი პუგაჩოვაზე

ალა პუგაჩოვას მოსკოვში დაბრუნებას კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ეხმაურება და ამბობს, რომ, თუ პუგაჩოავს რუსეთში დაბრუნების საშუალებას მისცემენ, ის ქვეყანას დატოვებენ.
"თუ ამ ნაგავს აქ დაბრუნებისა და კლოუნადის მოწყობის საშუალება მიეცა, მე წავალ, უპირობოდ წავალ. ეს იქნება შეურაცხყოფა, რომელსაც ვერ ავიტან. ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ჩემსავით მოიქცევა". – წერს სიმონიანი.
რამდენიმე დღის წინ ალა პუგაჩოვა ისრაელიდან მოსკოვში დაბრუნდა. მომღერალი რუსი დიზაინერისა და დიდი ხნის მეგობრის ვალენტინ იუდაშკინის დაკრძალვას დაესწრო. დაკრძალვაზე იმყოფებოდა ასევე ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი. პესკოვი პუგაჩოვას მიესალმა და ხელზე აკოცა. მომღერლის დაბრუნებასა და პესკოვთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა.
ალა პუგაჩოვამ ქმართან, მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად რუსეთი ომის დაწყებიდან მცირე დროში დატოვა. გალკინი და პუგაჩოვა ღიად აკრიტიკებდნენ ომის დაწყებას და პუტინის ხელისუფლებას.