პაკისტანის ყოფილი პრემიერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

09.05.23 15:02
პაკისტანის ყოფილი პრემიერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

პაკისტანის ყოფილი პრემიერი იმრანი ხანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

პრემიერის სპიკერი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი იქამდე დააკავეს, სანამ სასამართლოში მისი მოსმენა დაიწყებოდა, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ყველანაირ კანონს.

”ის წაიყვანეს სასამართლოდან, სანამ მოსამართლეების წინაშე გამოცხადდებოდა, რაც ყველა კანონს არღვევს,” - თქვა იმრან ხანის სპიკერმა, რაუფ ჰასანმა.

ცნობილია, რომ პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრი გასული წლის აპრილში ხელისუფლებიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც მან პარლამენტში ნდობა დაკარგა.

მსგავსი სიახლეები