ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტს აანონსებს - რა განცხადება გააკეთა ლაიენმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი დააანონსა.
ამის შესახებ ევროკომისარმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა.
ლაიენის თქმით, სანქციების პაკეტი ახლა ფოკუსირებულია რუსეთის მხრიდან უკვე დაწესებული სანქციების თავის არიდების მცდელობაზე.
"ჩვენ ვაგრძელებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა პუტინის ომის მანქანა და მისი შემოსავლები ჩამოვშალოთ. ევროკომისიამ შესთავაზა სანქციების მე-11 პაკეტი.
ჩვენ:
1. ვაძლიერებთ უკვე არსებულ სანქციებს - სატრანზიტო აკრძალვას მეტ პროდუქტს ვამატებთ.
2. ახალ ინსტრუმენტებს ვთავაზობთ, რათა თავიდან ავირიდოთ სანქციებისგან გვერდის ავლა.
3. ვთავაზობთ აიკრძალოს რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან "ჩრდილოვანი" სუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ ჩვენს სანქციებს", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი სანქციებს მალე დაამტკიცებს.
ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლეიენი კიევში დღეს, 9 მაისს, ევროპის დღეს ჩავიდა.