ევროკავშირი მზადაა უკრაინას ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს

ევროკავშირი მზადაა უკრაინას ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს - ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე გაავრცელა.
ზელენსკის თქმით, ურსულა ფონ დერ ლეიენთან ამ საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების სიჩქარეც განიხილა, რადგან ისინი საჭიროა ფრონტის ხაზზე.
"უკრაინა ყოველდღიურად ახდენს თავდაცვის ეფექტურობის დემონსტრირებას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ტერორისტების ყოველი ჩამოგდებული რაკეტა, ჩვენი მებრძოლების წარმატებაა რუსული შტურმების არიდების საქმეში. ამ კონტექსტში, დღეს ურსულას მადლობა გადავუხადე ევროკავშირის მზადყოფნისთვის, უკრაინას მიაწოდოს უკიდურესად საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი ჭურვი არტილერიისთვის". - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.