რუსეთს ეშინია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის - ფონ დერ ლაიენი

09.05.23 16:48
რუსეთს ეშინია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის - ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთს ეშინია უკრაინის წარმატების, იმ მაგალითის, რომელსაც ის მსოფლიოს აჩვენებს და რომლითაც უკრაინა ევროკავშირისკენ მიიწევს. 

„უკრაინა იბრძვის ევროპის იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ. რუსეთში, პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურეს ეს ღირებულებები. მათ ეშინიათ თქვენი წარმატებისა და მაგალითის, რომელსაც თქვენ აჩვენებთ და ეშინიათ ევროკავშირისკენ მიმავალი თქვენი გზის“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში დღეს, „ევროპის დღის“ აღსანიშნავად ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები