უკრაინელმა აქტივისტებმა პოლონეთში რუსეთის ელჩს მემორიალთან გვირგვინი არ დაადებინეს

უკრაინელმა აქტივისტებმა პოლონეთში რუსეთის ელჩს წითელი არმიის მემორიალთან გვირგვინის დადების საშუალება არ მისცეს. დიპლომატს ვარშავაში წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლთან გვირგვინი უნდა მიეტანა.
სასაფლაოზე, სააც მემორილია, ელჩს რამენიმე ასეული ადამიანი დახვდა. დიპლომატს იქ ინსტალაციაც დაახვედრეს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ომის დანაშაულების შესახსენებლად დადგეს.
შეკრებილები სერგეი ანდრეევს და მის თანხმლებ პირებს შეძახილებით „რაშისტებო“ მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც. თავად ანდრეევი ამბობს, რომ არ დაშავებულა. საბოლოოდ, ელჩი იძლებული გახდა წასულიყო, თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებლად დაბრუნებოდა და გვირგვინს მაინც დატოვებდა.