მოსკოვში მყოფი ლუკაშენკო აღლუმის დროს ცუდად გახდა და რუსეთის დედაქალაქის დატოვება მოუწია

09.05.23 17:49
მოსკოვში მყოფი ლუკაშენკო  აღლუმის დროს ცუდად გახდა და რუსეთის დედაქალაქის დატოვება მოუწია

უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვში მყოფი ლუკაშენკო  აღლუმის დროს ცუდად გახდა, რის გამოც, კრემლში გამართულ სადილს ვერ დაესწრო და მოსკოვი სასწრაფოდ დატოვა. აეროპორტში მას სასწრაფო დახმარების ბრიგადა ახლდა.