პენტაგონი უკრაინას 1,2 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

09.05.23 18:56
პენტაგონი უკრაინას 1,2 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

პენტაგონი უკრაინას 1,2 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. აშშ-მ გადაწყვეტილება დღეს, 9 მაისს გაასაჯაროა. დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ და საარტილერიო საბრძოლო მასალების შევსებისკენ არის მიმართული. 

ახალ პაკეტშ შედის: 

საჰაერო თავდაცვის დამატებითი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა;
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დასავლური საჰაერო თავდაცვის გამშვებების, რაკეტების და რადარების ინტეგრაციის აღჭურვილობა;
დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა;
155 მმ საარტილერიო ჭურვები;
კომერციული სატელიტური გამოსახულება;

შეგახსენებთ,  რომ 3 მაისს აშშმ უკრაინას 300 მლნ დოლარის დახმარება გადასცა. 

 

მსგავსი სიახლეები