"არ გვეშინია" - შოლცი 9 მაისს პუტინის გამოსვლას ეხმიანება

09.05.23 19:20
"არ გვეშინია" - შოლცი 9 მაისს პუტინის გამოსვლას ეხმიანება

9 მაისს მოსკოვში გამართული პარადის შემდეგ გერმანისს კანცლერმა ევროპარლამენტში განაცხადა, რომ დასავლეთს რუსეთის არ ეშინია. 

დღეს პუტინმა თავისი რაკეტები, ტანკები და ჯარისკაცები გვაჩვენა. ამის ჩვენ არ გვეშინია და ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, - განაცხადა შოლცმა. 

წითელ მოედაზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის ნამდვილი ომის წინაშეა და დასავლეთს მისი დაშლა და განადგურება უნდა.  
 

მსგავსი სიახლეები