ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტები ლიბანში დაეცა - ისრაელის თავდაცვის ძალები
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 6 რაკეტა გაუშვეს. 6-ვე რაკეტა ლიბანის ტერიტორიაზე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან 6 რაკეტა გაისროლეს. ყველა მათგანი ლიბანში დაეცა. საპასუხოდ, ჩვენმა საარტილერიო ძალებმა იერიში მიიტანეს თავდასხმის წყაროზე". – წერს IDF.