უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტი მოკლეს

10.05.23 12:30
უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ჟურნალისტი შეეწირა. ფრანგი ჟურნალისტი არმან სოლდინი სარაკეტო იერიშს აღმოსავლეთ უკრაინაში, ბახმუტთან ემსხვერპლა. 

ცნობილია, რომ 32 წლის ფრანგი ჟურნალისტი არმან სოლდინი, საინფორმაციო სააგენტოში "ფრანს-პრესში" მუშაობდა. სოლდინი ვიდეო რეპორტიორი იყო, რომელიც უკრაინის კონფლიქტს ყველაზე ცხელი წერტილებიდან აშუქებდა

”მთელი სააგენტო განადგურებულია არმანის დაკარგვით. მისი სიკვდილი არის საშინელი შეხსენება იმ რისკებისა და საფრთხის შესახებ, რომლებსაც აწყდებიან ჟურნალისტები, რომლებიც ყოველდღიურად აშუქებენ უკრაინის კონფლიქტს" - თქვა "ფრანს-პრესის" თავმჯდომარემ, ფაბრის ფრისმა.

არმანი მე-16 ჟურნალისტია, რომელიც უკრაინაში ომის გაშუქების დროს დაიღუპა, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე.