რუსეთ-უკრაინის ომის 441-ე დღე - ოკუპანტებმა ერთ დღეში ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
მთელი ღამის განმავლობაში უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში აფეთქებების ხმები ისმოდა. ყველაზე მძიმე ვითარება იყო ზაპოროჟიეში. სადაც, მოსახლეობას საჰაერო განგაშით, მოსალოდნელი ავია-იერიშების შესახებ ატყობინებდნენ.
მხოლოდ ერთ დღეში, დონეცკის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში ოკუპანტებმა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. პრეზიდენტი ზელენსკი იტყობინება, რომ პარტნიორებთან უკრაინისთვის თავდაცვის ახალი პაკეტების გადაცემის შესახებ იმსჯელა.