რუსეთის თავდაცვა უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის დაწყებას უარყოფს

12.05.23 10:41
რუსეთის თავდაცვა უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის დაწყებას უარყოფს

რუსეთის თავდაცვა უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის დაწყებას უარყოფს.

"ცალკეულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელებმა ფრონტის სხვადასხვა ხაზზე თავდაცვის ზღუდეები გაარღვიეს, სიმართლეს არ შეესაბამება" - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

აღნიშნული განცხადების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან თავდაცვის ზღუდე გაარღვიეს. ამ ინფორმაციას, ცალკეული უკრაინელი სამხედროებიც ადასტურებდნენ.

 

მსგავსი სიახლეები