უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა - რუსულმა ჯარებმა ბახმუტსა და სოლედარში პოზიციები დაკარგეს

უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა. მთავარი ცხელი წერტილი ბახმუტია. შეტევები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკები ხარკოვის შემოვლით ჩრდილოეთსკენ მიემართებიან.
ბახმუტიდან ვაგნერის მებრძოლები გარბიან. რუსული არმია უკრაინელ დამცველებთან მარტო რჩება. ალყა შემორტყმულმაა პუტინის ჯარისკაცებმა იარაღი დაყარეს და უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდნენ.
ომის კვლევის ინსტიტუტის ბოლო ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა ბახმუტსა და სოლედარში პოზიციებიი დაკარგეს და უკრაინელი დამცველები 2 კილომეტრით დაწინაურდნენ.